გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
ბახმაროში მომხდარი ავარიის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა. დაშავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. 15-ვე პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3 პროცენტით (207.1 ლარით) გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა.
დღეს სკოლებში პირველკლასელთათვის პირველი ზარი ირეკება. 15 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. წელს პირველ კლასში 42 000-მდე მოსწავლე საჯარო სკოლაში, ხოლო 7000-მდე კერძო სკოლაში იწყებს სწავლას.
,,ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი”, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ფეისბუკზე” წერს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
