მაისი 14 2019 წაკითხვა 1282 ჯერ

ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დად­გე­ნა ბავ­შვთა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე სა­კი­თხის სპე­ცი­ფი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

მაისი 13 2019 წაკითხვა 1720 ჯერ

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ხალხი პანიკაშია. სოფელში ყველა დარწმუნებულია, რომ ოთხმაგი მკვლელობა, რომელზეც 85 წლის კაცია დაკავებული, მას არ ჩაუდენია.

მაისი 13 2019 წაკითხვა 981 ჯერ

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები არასასურველი ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგრანტო საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ ხელშეკრულება გააფორმა. 

 

„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რათა ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას", - განაცხადა წულუკიანმა.

 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ცენტრი „აფხაზეთი“ ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს და №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ტატუს უსასყიდლოდ მოაშორებს, რაც მასტიგმატიზებელი ნიშნებისაგან გათავისუფლებას და მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს.  

 

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2013 წლიდან საგრანტო პროგრამის საშუალებით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს ტატუს მოცილების უფასო სერვისს სთავაზობს.  ამ ხნის განმავლობაში სერვისით 123-მა ყოფილმა პატიმარმა (65 არასრულწლოვანი, 58 სრულწლოვანი) ისარგებლა.წლევანდელი საგრანტო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა, ბიუჯეტი კი 48 548 ლარს შეადგენს.

მაისი 13 2019 წაკითხვა 1012 ჯერ

20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი. 

მაისი 13 2019 წაკითხვა 946 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,

გვერდი 581 სულ 612
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.