დეკემბერი 12 2019 წაკითხვა 665 ჯერ

ადამიანის ორგანიზმი ზამთარში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ეს პერიოდი იმუნიტეტისთვის ნამდვილი გამოცდაა. იმისათვის, რომ ძალა, ენერგია, ჯანმრთელობა და სილამაზე შეინარჩუნოთ, ზამთარში კვებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ.

ზამთარი ბევრისთვის ასოცირდება ვირუსებთან, გაციებასთან და ინფექციურ დაავადებებთან. ასევე, გაღიზიანებასთან და ცუდ განწყობასთან. იცვლება გარეგნობაც: კანი ფერმკრთალი ხდება, სიცივეში შრება და იქერცლება; თმაც შრება და იმსხვრევა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ვიტამინების ნაკლებობაა.
სიცივეში ორგანიზმი სხვანაირად ფუნქციონირებს. იცვლება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება ზოგიერთი ჰორმონის გამომუშავება. მზის დეფიციტის გამო ძილისთვის მეტი დრო გვჭირდება. მუდმივი სიცივე და ცუდი განწყობაიწვევს სურვილს, რომ მიიღოთ კალორიული და ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები, რომ გათბეთ.
რაც შეეხება ვიტამინებს, სეზონური მენიუ საჭირო ვიტამინებით ნაკლებადაა მდიდარი.
 რა მივირთვათ ზამთარში
სეზონის ცივ პერიოდში, როდესაც მთელი სხეული ტანსაცმლითაა დაფარული და მზე ძალიან ცოტა ხნით ხვდება სახეს, ორგანიზმი თითქმის ყოველთვის განიცდის D 
ვიტამინის ნაკლებობას. მისი მიღება შესაძლებელია ხიზილალისგან, ცხიმიანი თევზისგან (ნორვეგიული ორაგული, ზეთოვანი თევზი, ქაშაყის ფილე) და კვერცხისგან. თუ თქვენს მენიუში ეს პროდუქტები საკმარისი რაოდენობით არ არის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს ვერ გაექცევით, რადგან D ვიტამინი აუცილებელია იმისთვისაც, რომ ორგანიზმმა კალციუმი კარგად შეიწოვოს. ქართულ ბაზარზე თევზეულის მწარმოებელი კომპანიების დეფიციტია. ამ მხრივ გამოირჩევა "ნიკორას" შვილობილი ბრენდი - "ოკეანე", რომელიც მაღალი ხარისხის, მრავალი სახეობის თევზეულს და წითელ ხიზილალას გვთავაზობს. თევზის ყველა სასარგებლო თვისების მისაღებად აუცილებელია, რომ პროდუქტი მაღალი ხარისხის იყოს. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, თუ სად და რა ბრენდის თევზს ვყიდულობთ.ზამთარში ორგანიზმს ესაჭიროება ასევე ჩ ვიტამინი, რომელიც ორგანიზმის მდგრადობას აძლიერებს დაავადებების მიმართ. ასევე, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. მისი მიღება ყოველდღიურად აუცილებელია. მიირთვით ციტრუსი (განსაკუთრებით, ლიმონი), კივი, მწვანე ხახვი და კომბოსტოს მწნილი.A ვიტამინით და კალცით მდიდარია რძის პროდუქტი (რძე, ხაჭო, ყველი, კარაქი, მაწონი, არაჟანი).E ვიტამინს შეიცავს თხილი, მზესუმზირა და ნიგოზი.
ვიტამინები D, E და A, იოდი, რკინა, ფოსფორი, თუთია, კალციუმი და სხვა - ეს თევზია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ცილები, რომელსაც თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს და რომელიც ორგანიზმში ძალიან კარგად შეიწოვება.
ასე რომ, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი დღის რაციონი, მით უფრო ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ ავიტამინოზი დაგემართოთ.
https://mkurnali.ge

დეკემბერი 12 2019 წაკითხვა 1417 ჯერ

ხვალ, ქუთაისის აკაკი წერეთლის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში კონფერენცია თემაზე - „ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური ინკლუზიისთვის“ გაიმართება.

დეკემბერი 12 2019 წაკითხვა 732 ჯერ

საქართველოს პარლამენტში დაუდგენელი სითხის დაღვრის შემდეგ დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ.

დეკემბერი 12 2019 წაკითხვა 2644 ჯერ

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ხა­რე­ბო­ში მცხოვ­რებ­მა 70 წლის ტა­რი­ელ გვა­ლი­ამ 8 ათას კვ/მ ფარ­თობ­ზე 20-მდე სა­ხე­ო­ბის და ფე­რის ქრი­ზან­ტე­მე­ბი მო­ა­შე­ნა.

დეკემბერი 12 2019 წაკითხვა 778 ჯერ

“დავით გარეჯში 6 დეკემბერს მომხდარი სროლის და საქართველოს მოქალაქის დაჭრის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “რეზონანსს” სოფელ ლამბალოს მცხოვრებლები უყვებიან, რომ 26 წლის რამინ ნიზამი ოღლუ თავის არეში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირადი დაპირისპირების ნიადაგზე დაჭრა. შემთხვევა სოფელ იორმუღანლოსთან დავით გარეჯიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. მათი თქმით, შელაპარაკების და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მესაზღვრემ მწყემსს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თავის არეში დაჭრილი კი განჯის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

დეკემბერი 11 2019 წაკითხვა 593 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112" ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელ ამერიკულ პროგრამას - ProQA ნერგავს.

გვერდი 518 სულ 582
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.