რატომ ვღებავთ კვერცხს წითელ პარასკევს? - კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია
კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევსთან, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღესთან არის დაკავშირებული.
ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.
საიდან იღებს სათავეს კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია?
წმინდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.
მაცხოვრის მიმდევარი და მისი ერთგული მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. იმპერატორთან ძღვენის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა. შეძლებულ მოქალაქეებს ძვირფასი საჩუქრები მიჰქონდათ, ხოლო ღარიბებს - ის, რისი საშუალებაც ჰქონდათ. მარიამ მაგდალინელმა, რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა, ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღდგა!"
„ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება“ – ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე.
კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება.
ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება. კვერცხის შესაღებად ძირითადად ბუნებრივ საღებავს, ენდროს იყენებენ და ზოგჯერ ხახვის ფურცლებსაც უმატებენ. ენდროში შეღებილი კვერცხი რამდენიც არ უნდა ჭამოს ადამიანმა არ აწყენს. გადმოცემით, ქრისტეს სისხლითაა გაჟღენთილი ენდროს ფესვები, რადგან ჯვარცმის ჯვრის ქვეშ ყოფილა იგი ამოსული.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
