მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების დოზები არ აქვთ, ჩვენი მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსიფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
ინდოეთის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერთა ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი "დელტა პლუს" შტამი კიდევ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე აქამდე არსებული ვარიანტები. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს მეზობლებმა სახლი დაუწვეს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 104 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 614 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.05 %.
რამდენიმე კვლევის შედეგად, იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთხვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.
დღეს, ქუთაისში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პროექტების „მომავლის ელჩების“ და „ნატოს სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ორივე პროექტი ქუთაისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელის პარტნიორი ააიპ რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ იყო.
