"დეა ამბობს, რომ თამარს მოსწონდა ნიკა გეჯაძე და წერილიც მან მისწერა" - ბაჩანა ლობჟანიძე
ბაჩანა ლობჟანიძე, რომელმაც საზოგადოებას თავი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად წარუდგინა, აცხადებს, ბაჩალიაშვილისა და ZAG-ის მენეჯერის, ნიკოლოზ გეჯაძის ურთიერთობასთან დაკავშირებით ამტკიცებს, რომ მათ მხოლოდ პროფესიული კავშირი ჰქონდათ, თუმცა თამარის მეგობრის, დეა კაპანძის ინფორმაციით, თამარს გეჯაძე მოსწონდა და წერილიც სწორედ მან გაუგზავნა გეჯაძეს.
ლობჟანიძე ამბობს, რომ თამარი ამ ურთიერთობაზე მას და დეას, სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა.
"თამარის მხრიდან ვიცი რომ იყო მხოლოდ პროფესიული კავშირი, მაგრამ დეას მხრიდან ვიცი, რომ არ იყო ასე. დეა ამბობს რომ თამარს მოწონდა ბატონი ნიკა გეჯაძე და ის წერილი, რაც გაჟღერდა მედიაში, დეას განმარტებით, რასაც მე მეუბნება, არის ის რომ ურთიერთობა მათ შორის აღიწერება იმ წერილში და მიწერა თავად თამარმა. არ ვიცი ეს დეამ მიწერა თუ თავად თამარმა... თამარი ჩემთან იყო სხვა, დეასთან სხვა. მე მეუბნება სხვა რამეს, დეას სხვა რამეს. მე მეუბნებოდა რომ ეს არის მხოლოდ პროფესიული კავშირი და ეხმარებოდა განვითარებაში და დეას ეუბნება, რომ თამარს მოსწონს გეჯაძე და .ა.შ." - ამბობს ლობჟანიძე.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
