აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დაეშვება.
2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს მხრიდან დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო პირი და 19 პოლიციელი.
150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა - მათგან 30 000 დღემდე დევნილობაში რჩება.
დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
