თამარ ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა გამოაცხადა.
ამის შესახებ თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, სანამ მისი მოთხოვნა არ შესრულდება.
“განვაგრძობ, სანამ FBI არ ჩაერთვება გამოძიებაში და არ დამიდასტურებს, რომ თავი მოიკლა ჩემმა შვილმა”, - განაცხადა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, "რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში", ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
