არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა შაქარაშვილის მხარდამჭერი მაისურით გამოჩნდა
„შაქარაშვილის მკვლელებმა არ გაიხარონ",- გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამა სასამართლოში, შაქარაშვილის მხარდამჭერი მაისურით მივიდა.
არასრულწლოვანის მამას, მაისურის წინა მხარეს, შაქარაშვილის ბიძის სურათი აქვს ამობეჭდილი წარწერით: „მაგ სიმართლით იარე.“
მისი თქმით, მირიან ნიკოლაძეს საქმის გამოძიება არ აინტერესებს.
„მკვლელი ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯო, მაგრამ მირიან ნიკოლაძე რასაც ლაპარაკობს, იმის მაგივრად, რომ გამოძიების ყველა დეტალს ჩაეძიოს და შეცდომა არ გაიპაროს, ყველაფერს ხელს აფარებს. მე უფრო მაინტერესებს საქმის გამოძიება ვიდრე მაგ კაცს,“- განაცხადა არასრულწლოვანის მამამ.
არასრულწლოვანი ზ.ხ. ტოიოტა ქამრის ინციდენტში მონაწილეობდა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
