"არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ვერ გავიგო, ჩემი შვილი რას შეეწირა"
როგორც თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, ის გამორიცხავს შვილის თვითმკვლელობის ვერსიას.
"მე არავინ არ მიკავშირდება და არ მამცნობს გამოძიება რა მიმდინარეობით მიდის. არ ვიცი, რა ვიფიქრო უკვე, სრულიად განადგურებული ვარ და სრულიად ვაკუუმში ვარ, რატომ შეიძლებოდა, ჩემი პატარა გოგო, რომელიც უწყინარი იყო და არავის არაფერს უშავებდა, ასე უღვთოდ მოეკლათ? მე გამოვრიცხავ თვითმკვლელობის ვერსიას, თამუნას უყვარდა სიცოცხლე. ამბიციური ბავშვი იყო და დიდი მიზნები ჰქონდა. არცერთ კითხვაზე არ მაქვს პასუხი, ვერსიასაც კი არ მეუბნებიან, რა ვერსია შეიძლება იყოს. სრულ ვაკუუმში ვარ. 21-ე საუკუნეში, ამდენი ხანი გავიდა და როგორ შეიძლება რამდენიმე ვერსიაზე მაინც არ მუშაობდეს პოლიცია. რატომ არ მიკავშირდებიან და არ მაყენებენ საქმის კურსში, ვერ ვიგებ, არ ვიცი. ვის სჭირდება ეს?",- აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა.
თეონა თამაზაშვილის თქმით, ის შვილის გარდაცვალებას უშუალოდ ბაჩალიაშვილის სამსახურს არ უკავშირებს.
"მე არ ვამბობ, რომ უშუალოდ სამსახურში ხდებოდა რაღაც. თამუნა იმდენად ჭკვიანი იყო, რომ ვფიქრობ, მან ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, თუნდაც სამსახურის საქმეების გარეშე და ამიტომ ხომ არ მოხდა მისი ლიკვიდაცია. არ ვუკავშირებ უშუალოდ მის სამსახურს. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ვერ გავიგო, ჩემი შვილი რას შეეწირა", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ამასთან, გარდაცვლილის დედის განცხადებით, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, მას ბაჩალიაშვილის უფროსი დაუკავშირდა.
"სანამ თამუნას ვეძებდით, მე უშუალოდ მისი უფროსი დამიკავშირდა, მარტო სახელი ვიცი, ეგეც თამუნასგან, რომ თამუკა ჰქვია და თვითონ მთხოვა ამ ამბავში ტელევიზია ჩამერთო და ტელეფონის ნომერიც კი გამომიგზავნა", - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, მას არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია მისი შვილის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სიახლეები
- რიკოთის დარჩენილი 4 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა
- ბოსტნეულის კატლეტი
- “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას ანას, ნიკას, ელენეს, სოფოს, იოანეს, ასეთ წერილს პირველად გწერთ ყველას - ჩემს ხუთივე შვილს” - წერს მამუკა ხაზარაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში
- „ან სიკვდილი, ან გამარჯვება“ - შიმშილობა გედევან ფოფხაძემაც გამოაცხადა
- ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის აღდგენას წლები დასჭირდება