,,ილია, გთხოვ დაბრუნდი" - მშობლების ემოციური მიმართვა
,,ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ დაბრუნდი, შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად, ძალიან მიყვარხარ, გთხოვ დაბრუნდი", - 13 წლის ილია ფილფანის დედა შვილს მიმართავს და სთხოვს დაბრუნდეს.
ქსენია ფილფანი გაუჩინარებული შვილის მოძებნაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.
როგორც ის აცხადებს, მას არ სჯერა, რომ მისი შვილი ბათუმში ან ქობულეთში წავიდოდა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ თბილისში იყოს.
,,ერთადერთი, სადაც შეიძლება წასვლა, არის თბილისი, რადგან ძალიან კარგად იცნობს აქაურობას და აქ დიდ დროს ვატარებდით, თბილისში ცხოვრობს მისი მამიდა, რომელთანაც ვრჩებოდით. მან იცის სად არის ბინა და შეუძლია მიაგნოს", - აცხადებს ქსენია ფილფანი.
დაკარგულის მამა, დავით ფილფანი საქართველოს მოქალაქეებს დახმარების თხოვნით მიმართავს.
,,ყველა კეთილ და გულისხმიერ ადამიანს გთხოვთ, თუ ნახეთ, 12-13 წლის ბიჭი ველოსიპედზე, რომელსაც მიამსგავსებთ ილიას ფოტოს და ეჭვი შეგეპარებათ, დაელაპარაკეთ და თუ ქართული არ ესმის, შესაძლოა, ეს ჩემი შვილია, დარეკეთ პოლიციაში, გაესაუბრეთ მას, თქვენ ძალიან დაგვეხმარებით. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც სამაშველო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას, არ ვიცით, რა მიმართულებით წავიდა, შესაძლოა, დაიკარგა და სხვა რეგიონში აღმოჩნდა, გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილი", - აცხადებს დავით ფილფანი. მშობლების ვიდეომიმართვას ,,დროება" ავრცელებს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
