როგორი იქნება პალამენტის წინ მდებარე ტერიტორია (ფოტო)
თბილისის მერმა კახი კალაძემ დღეს თავისი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა.
როგორც კალაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდება სივრცე მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სადრენაჟო სისტემებითა და თბოიზოლაციით.
„პარლამენტის წინ დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთლიანად ხდება ამ სივრცის მოწესრიგება და განახლება, რომელიც კარგ მდგომარეობაში არ იყო. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად ხდება სივრცის განახლება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სადრენაჟო სისტემებითა და თბოიზოლაციით. ამ სამუშაოს ფარგლებში არსებული ქვის ფილები მთლიანად განახლდა, გაიწმინდა სპეციალური ინსტრუმენტებით. სამუშაოები უკვე დასრულებულია, ბოლოს მოირეცხება, გაიწმინდება და საბოლოო სახეს მიიღებს. ასევე, შადრევნები, რომელიც გაუბედურებული იყო. აგრეგატები, რომელიც მიწის ქვემოთ არის განთავსებული, მთლიანად შეიცვალა და მილები მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და განახლებული. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პანდემიის გამო პრობლემები, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ ლოკაციაზეც შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ იმ ტემპით ვერ მიდიოდა სამუშაოების წარმოება, როგორც ეს დაგეგმილი იყო და რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ადგილზე ხე-მცენარეები დაირგვება, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას კიდევ უფრო გაალამაზებს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ივლისისთვის
- რუსეთი ახალ საბრძოლო ტაქტიკას იყენებს, კიევი კი სწრაფ რეაგირებას ითხოვს - რა მიმართულებით უჭირს უკრაინას
- რა წნეხში მოვექცევით, თუ რუსეთი ბაქოსა და ერევანზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს
- "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს"
- "დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა" - ვლადიმერ პუტინი