"ჩვენ მზად ვართ, წინ აღვუდგეთ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას" - პრეზიდენტი "ლუგარის" ლაბორატორიაზე
სალომე ზურაბიშვილი ლუგარის ცენტრის მუშაობას პანდემიის სხვადასხვა ეტაპებზე დადებითად აფასებს.
პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა აღუდგეს ლუგარის ცენტრის ნებისმიერი სახის დისკრედიტაციას.
„მინდა, ხაზი გავუსვა ლუგარის ცენტრის სამუშაოს პანდემიის ყველა ეტაპზე, ის მაღალ შეფასებას იმსახურებს. ჩვენ მზად ვართ, წინ აღვუდგეთ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ შედეგები და უნდა ავიცილოთ მეორე ტალღა და რისკი, რომ აღარ მივიღოთ მკაცრი ზომები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ ქვეყანამ დიდი სიფრთხილით უნდა იმოქმედოს და ერთბაშად ყველა ქვეყანასთან საზღვრის გახსნა მიზანშეწონილი არაა.
"ჩვენ სიფთხილით უნდა ვიმოძრაოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთბაშად ყველა საზღვარს არ გავხსნით. მაგალითად, რეგიონში არსებული სიტუაციის გამო, ყველა სახმელეთო საზღვარს არ ვხსნით. ასევე, ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება სექტემბერში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველომ დიდი გამოცდილება მიიღო.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი