"ვიჩხუბეთ და დაიკარგა ერთ-ერთი მათგანი..." - რას წერდა საბედისწერო ღამეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ბარბაქაძე მეგობარს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძე აცხადებს, რომ მას პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აღნიშნულის შესახებ ბარბაქაძემ დაკავებამდე მეგობარ გოგოს მიწერა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" მიერ მოპოვებული ჩანაწერიდან ირკვევა, თენგიზ ბარბაქაძე მის მეგობარს სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვაზე ესაუბრება და აღნიშნავს, რომ დაკავების ეშინია.
"20-21-ში კეტავენ წყალსაცავს და წყალი დაიკლებსო... ანი, შეიძლება დამიჭირონ, ვიჩხუბეთ და დაიკარგა ერთ-ერთი მათგანი... დამკითხეს, მთელი ღამე იქ ვიყავი, ტელეფონი წამართვეს... მირტყეს მაგრად. ასე არასდროს შემშინებია. არ მინდა, რამე ცუდი მოხდეს... მაგ ბიჭისთვის თითი არ დაგვიდია“, - წერს ბარბაქაძე.
მეგობრის კითხვაზე, თუ სად ცემეს ის, პოლიციაში, თუ ჩხუბის დროს, ბარბაქაძე პასუხობს: „ჩხუბის დროსაც, მაგრამ განყოფილებაში“.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
