"დაგვანებონ თავი ამ ადამიანებმა" - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, სხვადასხვა ტელეკომპანიას შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული ფოტოებით, თუ კადრებით, ასევე სხეულის დაზიანებებზე საუბრით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
„არაერთხელ გააკეთეს ექსპერტებმა განცხადება, რომ დაზიანებები იყო მთელ სხეულზე, მაგრამ ამ დაზიანებების ხარისხი, მიყენების მექანიზმი და დროის განსაზღვრა საჭიროებდა ლაბორატორიულ გამოკვლევას, ე.წ. ჰისტოლოგიურ კვლევებს.
მაპატიეთ, თქვენს კოლეგებს ეხება, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია – ვიზუალური თვალსაზრისით ამ ძალად სკანდალების მოსმენისას ყოველ დღე, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ფოტოები აღმოაჩინა, თითქოს ვინმემ რაღაც დასკვნა დადო, არ დაიჯეროთ! რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.
ექსპერტების თქმით, პირველადი დათვალიერებით ძვლების მოტეხილობის ბავშვს არ აღენიშნება. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ვიღაცამ არ სცემა და არ ჩაახრჩო წყალში, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვიცოდეთ?! ოჯახს არ უნდა თავის მოტყუება და დაგვანებონ რა ამ ადამიანებმა თავი, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდათ. ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის, ჩვენთვის მთავარია სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ამიტომ ამ დაზიანებებზე შემიძლია ეს გითხრათ. იყო მთელ სხეულზე, თუმცა მოტეხილობების სახით ეს დაზიანებები არ იყო“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი