შაქარაშვილის საქმის მორიგი ვიდეომასალა - პროკურატურის დამალული 14 წუთი
პროკურატურის მიერ დამალული კადრები, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში. "მთავარი არხი" მორიგ ვიდეომასალას ასაჯაროებს, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გავრცელებული კადრებიდან ამოჭრა.
14 წუთიანი ეპიზოდში ჩანს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს რამდენჯერმე უპირისპირდებიან. ჩხუბი იწყება უშუალოდ აგარკზე, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, თუმცა მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება კიდევ არაერთხელ მეორდება აგარაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლიდერფუდის მაღაზიის უკანა მხარეს.
კადრებში ჩანს 19 წლის გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც ამ მასალის მიხედვით, ჩხუბში არ მონაწილეობს და მხარეების გაშველებას ცდილობს.
"მთავარმა არხმა" საქმის ერთ ერთი ფიგურანტი გოგონას, ლიზი ნადირაძის ჩვენებაც მოიპოვა, რომელმაც გიორგი შაქარაშვილი, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე, იუბილარის თხოვნით დაპატიჟა.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
