"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჟურნალისტს საფრთხე არ დაემუქროს" - პრემიერი
საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ საქმე უმოკლეს ვადაში უნდა გამოიძიოს.
„პირველი, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ, მძიმე დანაშაული აღკვეთა. მეორე, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და, ყველაფერთან ერთად, ეს ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელია და მესამე - კონკრეტულმა უწყებამ, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენონ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- უკრაინის ძალებმა ასტრახანის პორტში ირანული დრონების გადამზიდი გემი გაანადგურეს
- “მოგონილი საკითხია, თითქოსდა ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება კანონი გამჭვირვალობის შესახებ” - გიორგი ვოლსკი
- “უკრაინელებმა რუსეთში დრონებისთვის განკუთვნილი ირანიდან ჩატანილი კომპონენტებით დატვირთულ გემს დაარტყეს” - უკრაინის გენშტაბი