“გარიგებები იყო დადებული მაღალჩინოსნებთან” - ბაზრის მეწილე დუმილს არღვევს
დამწვარი ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე ბაზრობის მსხვილ და მცირე მეწარმეებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს, ზანდა მსხვილაძე არ გამორიცხავს, რომ გუშინ ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ხელოვნურად გაეჩინათ.
მისი თქმით, ბაზრის მსხვილ მეწილეებს პირადი ინტერესები აქვთ და სრული მონიპოლიზაციისთვის იბრძვიან.
ზანდა მსხვილაძე ბაზრობის 30%-ის მფლობელ თემურ პირველს პირდაპირ ადანაშაულებს და ამბობს, რომ პირველმა აქციონერთა ნაწილი თავიდან მოიშორა და წილები იძულებით დაათმობინა.
მსხვილიძე ამბობს რომ ბაზრის მსხვილ მოწილეებს ადგილზე ახალი ბაზრობის მშენებლობის დაწყება სურდათ.
“აუცილებლად უნდა დაინტერესდეს პროკურატურა, უნდა შევიდეს ფინანსური. უამრავი დარღვევა არსებობს და უნდათ გადაფარონ. დავები გვაქვს ფინანსურ საკითხებზე… მათ უნდათ მოასუფთაონ მითვისებული თანხები”- ამბობს ბიზნესმენი.
მისი თქმით, მსხვილ აქციონერებს გარკვეული გარიგება აქვთ და ბაზრის ტერიტორიაზე კომერციული მშენებლობის მაკეტიც კი არსებობს:
“არსებობს მაკეტიც, რამდენიმე სართული მიწის ქვეშ, ობიექტები კომერციული და საცხოვრებელი სახლები. ჩვენ კი მცირე მეწილეები პროკურატურაში მერიაში დავდიოდით ვუსაჩივრებდით ამ გადაწყვეტილებებს, რომ ეს მშენებლობები მათ არ უნდა ეწარმოებინათ. ვიცოდით, რომ გარიგებები იყო დადებული მაღალჩინოსნებთან, წილები ჩვენც ფორმალურად გვეწერა, სინამდვილეში საქმის მოგვარების ხარჯზე უკვე გასხვისებული იყო”- ამბობს მსხვილიძე, რომელიც ბაზრობის 10%-ს ფლობდა.
ბიზნესმენი ირწმუნება, რომ პირველმა მას წილი იძულებით დაათმობინა.
სიახლეები
- ტრამპმა არ გამორიცხა, რომ საბოლოოდ პუტინი დათანხმდება უკრაინის თაობაზე შეთანხმებას
- ესპანეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება – ევროკავშირი ქვეყანას დახმარებას უგზავნის
- 15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის – უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის
- მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
- პუტინი უკრაინის საკითხში ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას აქებს