"დაკავებულმა ჩემი ლიკვიდაციისთვის ერთი მილიონი აიღო"-გიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაკავებულმა პირმა მილიონი აიღო – ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ დაკავებულს თანხა უკვე აღებული ჰქონდა.
„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქართული სპეცსამსახურის თანამშრომლებს, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგეს იმიტომ, რომ ისინი იძულებულები იყვნენ, რადგან ყველაფერი უკრაინიდან დაიწყო და უბრალოდ არ გამოდიოდა, რომ აქ ყველაფერი ჩაეშალათ. თქმისაც კი ეშინია ხელისუფლებას.
დღეს მეც „მთავარის“ 12 საათიანი საინფორმაციოდან გავიგე, რომ უკრაინაში მოხდა აპრილში დაკავება და შემდეგ იქიდან გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ თურმე მილიონი ღირებულა ჩემი სიცოცხლე და ადამიანს, კონკრეტულ პირს უკვე აღებული ჰქონდა კონკრეტული თანხა, რომ ჩემი ლიკვიდაცია მომხდარიყო“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
