ვარკეთილში ხანძრის შედეგად პოლიციელი და მოქალაქე დაშავდა
ვარკეთილში ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა პოლიციელი და ერთი მოქალაქე.
ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაცია ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა გააკეთა. მისი თქმით ის პირადად მოინახულებს დაშავებულებს.
ვარკეთილში ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის სრულად ლიკვიდაციის სამუშაოები.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
