"მეგობრებსა და გარშემომყოფებს უფრო მეტად უნდა ვაგრძნობინო, რომ ძალიან მიყვარს" - ანი ნოზაძის ბლოგი
საინფორმაცი სააგენტო FirstNews.ge-ს პატარა მკითხველები და ბლოგერებიც გამოუჩნდა. გთავაზობთ მეოთხე კლასის მოსწავლის,- ანი ნოზაძის ბლოგს, რომელიც აღგვიწერს, თუ როგორ ატარებდა დროს კორონავირუსის პანდემიისა და კარანტინის ფონზე.
"მსოფლიოში დღეს, ისეთი რამ ხდება, ალბათ, ამას ვერც წარმოვიდგენდით.
დიახ, ადრე ხომ სრულიად წარმოუდგენელი იყო ამდენი ხნით სახლში ყოფნა და ამავდროულად სკოლაში სწავლა.ისე, სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე კარგი რამ, რაც ამ ვირუსმა მომიტანა ოჯახის წევრების ერთად შეკრებაა. ამდენი ხანი ერთად თითქმის არ ვყოფილვართ. უფრო მეტად მამიკო მაკლდა, რადგან უმეტესად სამსახურში იყო. ბევრი ვითამაშეთ და გავერთეთ, ნამცხვრის გამოცხობაც ვისწავლე, საჭმლის მომზადებაც ვცადე. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ერთმანეთის გართობით ვიყავით დაკავებულები. ახლა კი, ნელ-ნელა ვუბრუნდებით ძველებურ ცხოვრებას და ალბათ, მომენატრება კიდეც ეს დრო.
მინდა ონლაინ გაკვეთილებზე მოგიყვეთ, იცით როგორ გამიხარდა, რომ გავიგე სახლიდან შევუერთდებოდი გაკვეთილებს. პირველი იმიტომ, რომ კომპიუტერთან დიდ დროს არ ვატარებ, მხოლოდ განსაზღვრულ დროს მაძლევენ მშობლები. ახლა კი წარმოვიდგინე, თითქოს უკვე დიდი ვარ და დამოუკიდებელი. დიდი მოლოდინით შევუერთდი გაკვეთილს,როცა ჩემი კლასელები და მასწავლებელი დავინახე გული ამიჩუყდა, ცრემლები მომადგა. მივხვდი, რომ ძალიან მომენატრნენ, თან ამ დროს მომღიმარი სახით უყურებ ყველას...
ერთი კარგი ფუნქცია აქვს ჩვენს პროგრამას, რომლის საშუალებითაც გაკვეთილების შემდეგ კლასელები ერთმანეთს ვეხმიანებით . ბევრი ვისაუბრეთ და სათქმელი ვერ გამოვლიეთ...
ეს იყო სიახლე, რომელმაც უამრავ რამეზე დამაფიქრა. თუნდაც იმაზე, რომ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა აუცილებელია. ეს სიხარულისა და ემოციების გაზიარებაა. ძალიან მენატრება მეგობრებთან ცელქობა და თამაში.
თუმცა წინასწარ არ ვიცით რა გველის, ამიტომ ყოველთვის ვეცდები რომ მეგობრებსა და გარშემომყოფებს უფრო მეტად ვაგრძნობინო, რომ ძალიან მიყვარს."
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
