როგორ უნდა მოიქცეს დასაქმებული, თუ მას უპასუხისმგებლო დამსაქმებელი ჰყავს
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, დამსაქმებელთა ნაწილს შემოსავლების სამსახურისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია ყოფილი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ ფინანსთა სამინისტროს 20 ათასამდე კომპანიამ 78 ათასი დასაქმებულის შესახებ გადასცა მონაცემები, რაც მაჭავარიანის შეფასებით, აქტივობის დაბალი მაჩვენებელია.
„ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდე დაკარგეს სამსახური, ეს კომპენსაცია არ ერგებათ. ამას გარდა, არის უპასუხისმგებლობისა და დაუდევრობის შემთხვევები, როცა დამსაქმებელმა გაუშვა თანამშრომელი და აღარც კითხულობს. ალბათ, ამ შემთხვევაში, თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ და რამენაირად უნდა მოგვაწოდონ კომპანიებმა მათზე ინქორმაცია. შეიძლება, დამსაქმებელი ანაზღაურებას ხელზე აძლევდა და მისი საბაკო ანგარიშიც არ იცის. უნდა დაურეკოს, მოიკითხოს, გამოგვიგზავნოს მისი ინფორმაცია. არიან დამსაქმებლები, რომლებიც ხედავდნენ განაცემში, რომ ადამიანმა პირველ კვარტალში ერთხელ მაინც მიიღო ხელფასი, დღეს ხედავენ, რომ აღარაა ეს ადამიანი განაცემში და კომპანია არ წარადგენს მის მონაცემებს. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც, ნებისმიერ პერიოში, 1-ელ ივნისამდე შეუწყდა ხელფასი, უნდა წარმოგვიდგინოს ასეთი დასაქმებულის შესახებ ინფორმცია“, - განაცხადა ფინასთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანმა დამსაქმებლებს მოუწოდა, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა.
აქტიურობისკენ მოუწოდა კომპანიებს შემოსავლების სამსახურმაც.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
