რუსთავი და გარდაბანი გაიხსნა
დღეიდან რუსთავი და გარდაბანი გაიხსნა.
ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილება დილის 06:00 საათიდან შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
გუშინ გვიან ღამით, რუსთავში საკონტროლო ბლოკპოსტები აიღეს.
რუსთავისა და გარდაბნის შემდეგ, 18 მაისს, მარნეული გაიხსნება.
შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, 5 მაისს, ბათუმსა და ქუთაისს შეეხო, ხოლო 11 მაისს თბილისი გაიხსნა.
საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კვლავ ძალაშია ,,კომენდანტის საათი", რომლის მიხედვითაც, საღამოს 9 - დან დილის 6 საათამდე ყოველგვარი გადაადგილება იკრძალება.
შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე მოქმედებს.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
