საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა
26 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა და ამჟამად 485-ს გაუტოლდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე StopCov.ge განახლდა.
გუშინდელი მონაცემებით, COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 456 იყო.
26 აპრილს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა COVID-19-ის დიაგნოზის მქონე კიდევ ერთი პაციენტი - 83 წლის კაცი.
კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტს „ქრონიკული პათოლოგიები“ აღენიშნებოდა.
„ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. ეს გამოვლინდა ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, რეანიმაციული ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო“, - განაცხადა ლევან რატიანმა 26 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.
ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე, გარდაცვლილია ექვსი პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
COVID-19 ამ დროისთვის მსოფლიოში 2 938 729 ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 203 798-ს უტოლდება, ხოლო გამოჯანმრთელებულია 841 515 ადამიანი.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
