“მგონია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება კატასტროფული შეცდომაა”
“რა უნდა ქნას ხალხმა სოფლებში და მუნიციპალიტეტებში, წარმოდგენა არ მაქვს, როდესაც აკრძალულია ტრანსპორტით გადაადგილება და ადამიანს თუ რაიმე სჭირდება, ან აფთიაქში ან საკვებ პროდუქტებზე წასვლა - მას საშუალოდ 7-8 კილომეტრის გავლა მაინც მოუწევს.
გადაწყვეტილება, რომელიც ამას არ იაზრებს, მგონია, რომ კატასტროფული შეცდომაა”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის 27 აპრილამდე გახანგრძლივებას გულისხმობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მთავრობის ეს გადაწყვეტილება კატასტროფული შეცდომაა - ძაბირაძე.
“გარდა ამისა, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების გახანგრძლივება, დაანონსებული 10 მაისის ნაცვლად, 22 მაისამდე გადაწყვიტა და ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ხელი უკვე მოაწერა, რომელსაც 22 აპრილს პარლამენტი საგანგებო სხდომაზე კენჭს უყრის. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ სიტუაცია დასტაბილურდება, მთავრობას შეუძლია საგანგებო მდგომარეობა დროზე ადრე შეწყვიტოს, ან შეამსუბუქოს. “გასაგებია, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, როცა საქმე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას ეხება, მგონია, რომ ეს გაცილებით მკაცრი ზომაა, ვიდრე ამის აუცილებლობა არსებობს”, - ამბობს რესპონდენტი, რომლის აზრით, “აქ სხვადასხვა მიდგომა მაინც უნდა ყოფილიყო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ის, რომ ქალაქებში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აიკრძალოს, სადაც ადამიანს ყველაფერი ახლოს აქვს - მარკეტი, აფთიაქი თუ სხვა - ეს კიდევ შეიძლება რაღაცნაირად გამართლებული იყოს, მაგრამ რა უნდა ქნას ხალხმა სოფლებში და მუნიციპალიტეტებში, წარმოდგენა არ მაქვს. როდესაც აკრძალულია ტრანსპორტით გადაადგილება და ადამიანს თუ რაიმე სჭირდება, ან აფთიაქში, ან საკვებ პროდუქტებზე წასვლა, მას საშუალოდ 7-8 კილომეტრის გავლა მაინც მოუწევს. გადაწყვეტილება, რომელიც ამას არ იაზრებს, მგონია, რომ კატასტროფული შეცდომაა, განსაკუთრებით სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტაბგ ძაბირაძე.
“რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას, მთავრობამ, როგორც ჩანს, დიდი პერიოდი აიღო. თუ ყველაფერი ნორმალურად და კარგად წავიდა, საგანგებო მდგომარეობის დროზე ადრე შეწყვეტა რა თქმა უნდა შეუძლიათ. ვითარებას დააკვირდებიან და იმის მიხედვით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენად პროგრესირებადი იქნება, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ და თუ საჭირო გახდა, დროზე ადრეც შეწყვეტენ, ან შეამსუბუქებენ”, - დასძენს ანალიტიკოსი.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
