"ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს იქნება კორონავირუსით ინფიცირების 350-დან 400-მდე შემთხვევა"
ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400-მდე შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აპრილის მთელი თვე და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. გამყრელიძის განცხადებით, აპრილის თვეში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევები ყოველკვირეულად გაორმაგდეს.
„ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400- მდე შემთხვევა. ეს თვე, ანუ მთლიანად აპრილი ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება და შემდგომ ყოველკვირეულად ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. აპრილი და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის. თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ვთქვათ ივლისში ან სექტემბერში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
