ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე 8 მილიონ ლარამდე დახარჯ
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებულ შესყიდვებში დაახლოებით 8 მილიონი ლარი დახარჯა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განუცხადა, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე და დაგეგმილ შესყიდვებს, რეალური ხარჯი სავარაუდოდ, უფრო მეტიც იქნება.
„ეს თანხა ეხება შესყიდვებს, თუ კი რამე სტრატეგიული მარაგია ჩვენს მიერ შესყიდული. ეს არის სუნთქვის აპარატები, რომლებიც დავარიგეთ კლინიკებში, სადეზინფექციო ხსნარები, მონიტორები, სამედიცინო აპარატურა, ასევე შესყიდულია პირადი დაცვის საშუალებები და აღარ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრი რამე შედის მასში. ასევე, იყო საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად და უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორციელებული. ამ თანხაში ასევე იგულისხმება ტესტები, რომელსაც ვყიდულობთ და ძალიან სერიოზული თანხა მიდის ამაზე,“- განაცხადა ეკა ადამიამ.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
