"ესპანეთის მთავრობა თავიდანვე სერიოზულად არ მიუდგა არსებულ პრობლემას, სწრაფად არ მიიღო ის ზომები, რაც საჭირო იყო" -ქართველი ემიგრანტი
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 655 ადამიანი დაიღუპა, გუშინ კი გარდაიცვლილთა რაოდენობა 738 იყო.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 4 089 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი, 47 610-დან 56 188-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით დაინფიცირდა ესპანეთის ვიცე პრემიერი, - კარმენ კალვო. მთავრობის განცხადებით, კალვოს მკურნალობენ და მისი მდგომარეობა მძიმე არაა.
სიკვდილიანობის მაჩვენებლით ესპანეთი უკვე იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ქვეყანაა.
ესპანეთში კარანტინი 13 მარტს გამოცხადდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვირუსს ესპანეთში ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია და დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.
რა მდგომარეობაა ქვეყანაში, ამის შესახებ FirstNews.ge -ს ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ესაუბრა. (რესპონდენტის თხოვნით მის გვარსა და სახელს არ ვასაჯაროვებთ).
მისი თქმით, ესპანეთის მთავრობა თავიდანვე სერიოზულად არ მიუდგა არსებულ პრობლემას, სწრაფად არ მიიღო ის ზომები, რაც საჭირო იყო.
„2 წელია ოჯახთან ერთად ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ვიმყოფები. ვმუშაობთ როგოც შეგვიძლია. ამჟამად რთული ვითარებაა ბარსელონაში, დაკეტილა ყველა დაწესებულება, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანისა (ბანკი, სურსათის მაღაზია, აფთიაქი, ბენზინგასამართი სადგური). აკრძალული გვაქვს გარეთ გასვლა. პოლიცია 24 საათი პატრულირებს, გაჩერების შემთხვევაში თუ ვერ დაუსაბუთებ გარეთ ყოფნის მიზეზს ჯარიმა 500-დან 2000 ევრომდეა. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს სახლში დარჩნენ, ჰიგიენის ნორმები დაიცვან. მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები. სკოლები გაურკვეველი დროითაა შეჩერებული.
შიშის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, ასევე დაავადების რისკიც, მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ დავუბრუნდებით ცხობრების ჩვეულ რიტმს. ჯერჯერობით გვაქვს იმის საშუალება, რომ თავი ვირჩინოთ და გავუმკლავდეთ რთულ პერიოდს... ჩემი აზრით ფინანსებზე მეტად ახლა ერთმანეთის გამხნევება გვჭირდება. რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ დადგება ის დრო, როცა ყველა ემიგრანტი დაუბრუნდება თავის სამშობლოს,“- აცხადებს ის.
FirstNews.ge მოგიწოდებთ #დარჩისახლში
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის