საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან სპეციალური რეისით დაბრუნდნენ
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ Georgian Airways-ის ორი თვითმფრინავი დაფრინდა, რომლებმაც რომი-თბილისის სპეციალური რეისი შეასრულეს და სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თვითმფირინავში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო დაცული.მისივე თქმით, სამშობლოში დღეს 156 ადამიანი დაბრუნდა.
„156 ადამიანი გამოცხადდა აეროპორტში. მანამდე პროცედურა იყო შემდეგი: ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ბილეთი ან ჯავშანი, უნდა გაეგზავნა ეს ბილეთი, ჯავშანი და საპასპორტო მონაცემები, ძირითადად პასპორტის ასლი, სპეციალურად შექმნილ მეილზე საკონსულოში. მათ შეაგროვეს ეს ინფორმაცია, გადმოაგზავნეს დედაქალაქში, ჩვენ ეს ინფორმაცია გავიარეთ შესაბამის უწყებებთან ერთად, დავუბრუნდით ამ ხალხს, ყველასთან მოხდა კომუნიკაცია ტელეფონით. ამ კომუნიკაციის დროს, ყველა ამ ადამიანს განემარტა, რა პროცედურას გაივლიან თბილისში ჩამოსვლისას, რომ მათ შეეხებათ შემოწმება და შესაბამისად, ვალდებულები არიან შემოწმება გაიარონ და შემდეგ 14- დღიანი კარანტინი.
ყველა ამ ადამიანმა იცოდა, არც ერთს არ ჰქონდა პრეტენზია, ყველა იყო თანახმა, რომ ამ პირობით წამოსულიყო. მოხდა ასევე ინფორმაციის მიწოდება, სად უნდა მოსულიყვნენ, რომელ აეროპორტში, რომელ ტერმინალში, რა ადგილზე მოხდებოდა მათი თვითმფრინავში ჩასხდომა. მოვიდა 156 ადამიანი, მოხდა მათი თვითმფრინავში განთავსება შესაბამისი წესების დაცვით. ეს ადამიანები არ ისხდნენ ერთმანეთის გვერდით და შესაბამისი დისტანციის დაცვით ისხდნენ და გამოფრინდნენ საქართველოს მიმართულებით,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
როგორც ცნობილია, Georgian Airways-ის ეკიპაჟის ყველა წევრი სპეცტანსაცმლით იყო შემოსილი. ბორტგამცილებლებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და ეკიპირებაც მიეცათ. 200 მოქალაქის ქვეყანაში ჩამოყვანა ფინანსურად საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები 6 მარტს შეჩერდა. პირდაპირი ფრენები ასევე შეწყვეტილია ჩინეთთან და ირანთან.
სიახლეები
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა
- გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი