როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
10-11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი და ღამის საათებში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5,-8 გრადუსამდე დაწევაა მოსალოდნელი, რაც საშიშია ციტრუსოვანი კულტურებისთვის.
„12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
