"ბიჭი, რომელიც კორტანეთის გზაზე ყოჩივარდებს ყიდის, ჩვენი სტიპენდიატი გახდება" - გიორგი კეკელიძე
"ბიჭი, რომელიც კორტანეთის გზაზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან ჩვენი სტიპენდიატი გახდება" - ამის შესახებ "ფეისბუქზე" ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.
"ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით - დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო "გურული დღიურების ფონდი" დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიატია" - წერს კეკელიძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
