"თავის ტვინის შეშუპება, კისრის გულ-მკერდის და წელის მალების მოტეხილობა"- მერვე სართულიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია
მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტის მე-8 სართულიდან გადმოვარდნილი 26 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
პირველ სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ კომატოზურ მდგომარეობაში.
"იყო ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი. დაზიანებებს რაც შეეხება, არის სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის, ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შეშუპება, კისრის გულ-მკერდის და წელის მალების მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის კრიტიკული, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია და ოპერაცია დაიგეგმება მას შემდეგ, რაც იქნება მიღწეული მინიმალური სტაბილიზაცია“, - განაცხადა ექიმმა ხათუნა ხუფენიამ.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
