რა შემთხვევაში არ დაუშვებენ ბავშვს საბავშვო ბაღში და რისთვის ნიშნავენ ჯანდაცვის კოორდინატორებს
"სასწავლო დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გამო, სწავლის დაწყების პროცესი არ გადაიდება, თუმცა, ვირუსების მომრავლებისგან თავის ასარიდებლად თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანია იწყება, ბაღის შენობაში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორი, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შემთხვევაში არ დაუშვებენ ბავშვს საბავშვო ბაღში და რისთვის ნიშნავენ ჯანდაცვის კოორდინატორებს
"იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება. ბაღში ყოფნის დროს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი აღმზრდელი, ჯანდაცვისკოორდინატორთან კონსულტაციის საფუძველზე, მშობელს დაუკავშირდება და ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანას მოსთხოვს. ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზემოაღნიშნული კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებაში გრიპის ვისურთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობაა. „ზოგადად ორგანიზებულ კოლექტივებში უფრო ადვილად ვრცელდება ვირუსები, მათ შორის გრიპის ვირუსიც, „ზუსტად ამ პროექტს არ ვიცნობ, მაგრამ, თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მშობლებმა გაითვალიწინონ, ბავშვს რომელსაც აქვს სიმპტომები, არ გაუშვან ბაღში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ასეც უნდა იყოს, „გასაგებია, რომ ოჯახისთვის ხანდახან პრობლემაა ბავშვის სახლში დატოვება, მაგრამ, მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ არ გაუშვან სიმპტომებიანი ბავშვი ბაღში, იმიტომ, რომ სხვებს რისკი შეუმცირონ," - განაცხადა მან”, - აღნიშნავს გამოცემა.
"მისივე თქმით, მსგავსი ტიპის კამპანიები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებშიც საჭიროა. „ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის კამპანიები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებშიც საჭიროა, იმიტომ, რომ მაინც ჩვენს მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს სწორი ინფორმაცია ამ დაავადებებთან და ჩვენს მოსახლეობას რაც უფრო მეტად განვანათლებთ, მით უკეთესია და თუ ამავე დროს მშობლები შემდეგ წელსაც გაითვალისწინებენ და ბავშვებს ვაქცინაციას ჩაუტარებენ, შემდეგ წელს უფრო უკეთესი სიტუაცია გვექნება. „გრიპის ვირუსის პიკის პროგნოზი საერთოდ შეუძლებელია, ვიღაცამ ეს რომ გადაჭრით თქვას, როდის იქნება ეს, მეთოდოლოგია არ არსებობს, დეკემბერში შემთხვევათა რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო, და შეიძლება ამით დამთავრდეს კიდევაც, მაგრამ ხშირად ორი ტალღა არსებობს ხოლმე და თებერვლის ბოლოს შესაძლებელია მოსალოდნელია კიდევ ერთი ტალღა, თუმცა ამის პროგნოზური გათვლები ბუნებაში არ არსებობს."- განაცხადა ბუწაშვილმა”, - დასძენს გამოცემა.
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს, რადგან სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- “ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან, უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია” - ირაკლი კობახიძე
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
- “თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან” - მამუკა მდინარაძე