როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
თბილისში, 4 იანვარს, ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი.
ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლებელია მცირე თოვლი მოვიდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განუცხადა. მისივე თქმით, ტემპერატურა ხვალ 7 გრადუსამდე აიწევს.
„თბილისში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაახლოებით 7 გრადუსამდე აიწევს. 4 იანვარს, მცირე ნალექია მოსალოდნელი ღამისა და დილის საათებში. ქალაქის გარეუბნებში კი მცირე თოვლია შესაძლებელი. 4 იანვარს, ღამის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ხოლო ღამის ტემპერატურა 5 გრადუსამდე იქნება. 5 იანვრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსამდე აიწევს“, - განაცხადა ნინო წვერავამ.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართვლოში 8 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალიდან კი დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 7 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
აღმოსავლეთს საქართველოში კი 3 და 4 იანვარს ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი, 7 იანვრამდე, ღამით ტემპერატურა დაახლოებით -3 + 2 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, დღის ტემპერატურა კი 5 -10 გრადუსის ფარგლებში იქნება.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
