სასწრაფო სამედიცინო დახმარებასაშინელი ავარია თბილისში: დაიღუპა ერთი და დაშავდა 14 მგზავრი
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის გადასახვევთან სატვირთო ავტომობილი და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 - დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაშია მიკროვატობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
