15 წლის გოგოს თვითდაზიანებას ლონდა თოლორაია ადასტურებს
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ადასტურებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლუკა სირაძის ყოფილმა თანაკლასელმა გოგომ თვითმკლელობა სცადა.
„ვადასტურებ იმას, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანება“,- განუცხადა ჟურნალისტებს ლონდა თოლორაიამ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფო კილაძესთან შეხვედრამდე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც პოლიცია გაესაუბრა 15 წლის ლუკა სირაძის ყოფილ თანაკლასელებს სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის მიზნით და მათგან მოიპოვეს ინფორმაცია ლუკა სირაძის შესახებ, ერთ-ერთმა თანაკლასებლმა გოგომ თვითმკვლელობა სცადა.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.
12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.
17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
