ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საოკუპაციო ხაზთან აქცია იმართება
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საოკუპაციო ხაზთან აქცია იმართება. საოკუპაციო ხაზთან ჩასულმა ათეულობით მოქალაქემ, პოლიტიკოსმა, თუ ექიმის მეგობარმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
"მინდა გითხრათ, რომ ეს მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, გვაძლიერებს. ჩვენ აქედან გავაგებინებთ ჩვენს გულისტკივილს და ის მას გაიგებს", — თქვა საოკუპაციო ხაზთან ჩასულმა ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა.
მან ზუსტად ამ ადგილიდან ყველა იმ ადამიანს მიმართა, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მედიას კომენტარებს აძლევს. მისი თქმით, ყოველი დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვა შესაძლოა ვაჟა ექიმის წინააღმდეგ მოტრილდეს, სამომავლოდ კი ხელი შეუშალოს შერიგებას.
ოჯახმა იმის დასადასტურებლად, რომ ექიმების საქმიანობას საზღვრები არ აქვთ, თეთრ ბუშტებზე მიმაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს.
"ჩვენი პატარა პერფორმანსით გვინდა გავუშვათ თეთრი ხალათი და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის დროს და არც ომის დროს. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს — თავისუფლება ვაჟა ექიმს", — თქვა ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა.
ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.
https://on.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
