"ხვალ ოკუპაციის ხაზთან მივდივარ არა მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის, არამედ ჩემი, შენი და მისი თავის გამოხსნის მოთხოვნით"
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი მწერალი გიორგი კეკელიძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას ეხმაურება.
„დავაკლოთ ჩვენს ასაწყობ ნაძვის ხეებს ერთი სათამაშო და ამ ცარიელ ადგილს ერქვას „თავისუფლება".
მისივე განმარტებით, ხვალ, ოკუპაციის ხაზთან დგომა, არის ერთადერთი გზა ქართული გახლეჩილი საზოგადოების გადარჩენის, იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობა, რომ იქ სადაც ადამიანის და სამშობლოს თავისუფლების საკითხი დგას, იშვიათად, მაგრამ მაინც შეგვიძლია გაერთიანება.
„მე სამოქალაქო აქტივისტი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, არ გახლავართ. უფრო სხვა ფლანგიდან ვცდილობ ჩვენი ქვეყნის შენებაში უმცირესი წვლილის შეტანას და გარე ყრილობებსაც უიშვიათესად თუ ვუერთდები, მაგრამ ხვალ, 11 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან ოკუპაციის ხაზისკენ გამართულ ექიმის ოჯახის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას აუცილებლად დავესწრები. და აი, რატომ: ცხადად გამოჩნდა, რომ მტრის წინაშე პირში წყლის ჩაგუბებით, ეს წყალი საწამლავად იქცევა, ვყლაპავთ და ჩვენვე გვწამლავს. მტერი ამას არ ,,გვიფასებს" და ,,სასამართლომ" გუშინ მკაფიოდ შემოგვითვალა: ,,ეგ თქვენი დუმილი ჩვენ არ გვესმის, ყრუ ვართ და ულმობელი";
მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში სხვა დანარჩენი მილიონებისთვის თითოეული ადამიანი დგას სამყაროს ცენტრში და ეს ცენტრი იქ ინაცვლებს, სადაც ის ადამიანი იტანჯება;
მსოფლიომ და მათ შორის ჩვენც უნდა დავინახოთ - თავისუფლება არის მთავარი ნიშანი ადამიანად ყოფნის უპირატესობის და ეს უპირატესობა სხვა ადამიანის უსამართლო პატიმრობის წაყრუებით არ უნდა დავთმოთ;
ხვალ, ოკუპაციის ხაზთან დგომა, არის ერთადერთი გზა ქართული გახლეჩილი საზოგადოების გადარჩენის, იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობა, რომ იქ სადაც ადამიანის და სამშობლოს თავისუფლების საკითხი დგას, იშვიათად, მაგრამ მაინც შეგვიძლია გაერთიანება;
ხვალ, ოკუპაციის ხაზთან, მე მივდივარ არა მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის, არამედ ჩემი, შენი და მისი თავის გამოხსნის მოთხოვნით;
დიახ, დავაკლოთ ჩვენს ასაწყობ ნაძვის ხეებს ერთი სათამაშო და ამ ცარიელ ადგილს ერქვას ,,თავისუფლება",- ნათქვამია გიორგი კეკელიძის განცხადებაში.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
