გაფრინდაშვილის განტოლება
მე ახლა ვაჟა გაფრინდაშვილზე არ ვწერ.
რადგან ვაჟა გაფრინდაშვილი არ ნიშნავს ვაჟა გაფრინდაშვილს.
ის ნიშნავს ასობით მანამდე უკანონოდ დაპატიმრებულ უსახელო ადამიანს და ალბათ მათაც, ვისაც, სამწუხაროდ, მას მერეც დააპატიმრებენ.
ის ნიშნავს ყველა დახოცილ ადამიანს, რომელთა სისხლი ისე გაშრა ჩვენს ფიქრებში, რომ ყალბ სადღეგრძელოშიც აღარ ვახსენებთ.
ის ნიშნავს გადმოწეულ საზღვრებს. ამ საზღვრების შეხსენებას. და პირველ რიგში საკუთარ თავში გადმოწეული საზღვრების შეხსენებას ნიშნავს – თავისუფლების საზარალოდ.
ის ნიშნავს კრემლში მომღერალი ქართველების სარკეს, თუ გაბედავენ და ჩაიხედავენ.
ის ნიშნავს კრემლში მომღერალი ქართველების დამცველი ქართველების სარკეს, თუ ქვას არ ესვრიან და არ გაბზარავენ.
ის ნიშნავს იმ ქართველების სარკესაც, რუსული კულტურის ცენტრი მართლა კულტურის ცენტრი რომ ჰგონიათ და იქ მომუშავე აგენტები: ტოლსტოი და დოსტოევსკი.
ის ნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია.
ის ნიშნავს, რომ ოკუპანტს სინდისი არ აქვს.
ის ნიშნავს, რომ ხანდახან სინდისი არ აქვს ოკუპირებულსაც და იტყვის: რა წაიღეთ ტვინი ამ ვაჟა გაფრინდაშვილით, სხვას არ იჭერდნენ აქამდე?
და სწორედ ამის პასუხად ნიშნავს ვაჟა გაფრინდაშვილი ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე და მეტსაც.
და ცხადია, ის გიორგი კეკელიძესაც ნიშნავს, რომელიც აქ და ახლა, თბილ ოთახში მშვიდად წერს და არ იცის, რას იზამდა იქ, იმ კაცის ადგილზე.
და თვითონ გიორგი კეკელიძე ნიშნავს ათასობით მის მსგავს ქალს და კაცს, რომელთაც ასევე არ იციან, რას იზამდნენ. ცხადია, სიტყვით – იოლად, მაგრამ საქმით არ იციან, რას იზამდნენ.
ამიტომაც არის ვაჟა გაფრინდაშვილი მნიშვნელოვანი.
ის ნიშნავს ფიქრის იძულებას. თუ ცხადია, ფიქრის თავი გვაქვს. ჩვეულებრივ, ბიოლოგიურ თავს ვგულისხმობ – იდიომატურად როდი გითხარით.
სიახლეები
- “ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან, უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია” - ირაკლი კობახიძე
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
- “თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან” - მამუკა მდინარაძე