რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა
რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ზაზა ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
ზაზა ურუშაძე 1999-2000წწ. იყო სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.
ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981).
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
