შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, ევროდირექტივის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ფარგლებშიც იცვლება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკულ გამოცდის წესი და საგამოცდო პროცესს ემატება ახალი ეტაპი, რომელიც რეალურ საგზაო პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.
ცვლილებების დაანონსებისთანავე მნიშვნელოვნად მოიმატა მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობამ. ელექტრონული ჯავშნის სისტემის ამოქმედების შემდეგ, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რაოდენობა გაზრდილია 19%-ით, ხოლო პრაქტიკული გამოცდის რაოდენობა - 20%-ით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დღის განმავლობაში, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე იღებს იმდენ მოქალაქეს, რამდენისთვისაც შესაძლებელია სერვისის შეუფერხებლად მიწოდება.
თეორიულ გამოცდაზე ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ, თუმცა, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილები ამ ეტაპზე სწრაფად იჯავშნება. თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონულ სისტემას ახალი, თავისუფალი ადგილები ავტომატურად, ყოველ კვირა დღეს ემატება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის 20 მაისიდან დანერგა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის სასურველ სერვისცენტრში, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი სააგენტოში."- ნათქვამია განხადებაში.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
