"მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ, რომ ყოველი დღის მადლიერი ვიყო" - ნინი გოგიჩაიშვილი მამაზე
რამდენიმე დღის წინ, „პალიტრავიდეომ“ ინტერვიუ ჩაწერა გიორგი გოგიჩაიშვილის ქალიშვილთან, ნინი გოგიჩაიშვილთან, რომელმაც მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
ნინის იმედი ჰქონდა, რომ მამა მძიმე სენს დაამარცხებდა, თუმცა ყველასთვის საყვარელი მსახიობი და გამორჩეულად კეთილი გოგიჩა, მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.

„იმდენად კეთილია გოგიჩა, რომ ასეთი ხუმრობა ხოა - ჭიანჭველასაც არ ადგამს ფეხსო, გოგიჩა არის ადამიანი, არათუ ფეხს ადგამს, არამედ ახლოს უყრის ნამცეცებს, რომ არ დაიღალოს ჭიანჭველა. როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს ძალას გვმატებს. მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ, რომ ყოველი დღის მადლიერი ვიყო და მიყვარდეს ადამინები. მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი

შეგახსენებთ, რომ 51 წლის ასაკში ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი იგივე გოგიჩა გოგიჩაიშვილი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
