"ვერ დავეხმარეთ..."- მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი იგივე გოგიჩა გარდაიცვალა.
ამის შესახებ Facebook-ზე „ბასტი-ბუბუს“ ხელმძღვანელი თამრიკო სხვიტარიძე წერს.
„წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.
გოგიჩა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს"-წერს სხვიტარიძე.
გიორგი გოგიჩაიშვილი 50 წლის იყო. ის სიმსივნით იყო დაავადებული.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
