ქალმა მშობიარობიდან 30 წუთში გამოსაშვები გამოცდები ჩააბარა
ეთიოპიელმა ქალმა მშობიარობიდან 30 წუთის შემდეგ სამშობიაროშივე გამოცდები ჩააბარა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
21 წლის ალმაზ დერესეს, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ მეტუდან არის, იმედი ჰქონდა, რომ გამოცდებს ბავშვის გაჩენამდე ჩააბარებდა, თუმცა ტესტირება რამადანის გამო გადაიდო.
გამოცდის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მშობიარობა დაეწყო. ალმაზის თქმით, ორსულობის დროს მეცადინეობა მისთვის რთული არ იყო და არ სურდა, მომდევნო წლისთვის გადაედო დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარება.

ინგლისურისა და მათემატიკის ტესტები მან სამშობიაროშივე დაწერა, დანარჩენ საგნებს კი უახლოეს დღეებში ჩააბარებს.
„ძალიან მეჩქარებოდა გამოცდების ჩაბარება, მშობიარობა მარტივი იყო,“ -აღნიშნა ალმაზმა.
მისი ქმარი, ტადესე ტულუ კი ამბობს, რომ შეძლო სკოლა დაეთანხმებინა, გამოცდების ჩაბარების საშუალება მის ცოლს სამშობიაროში მისცემოდა.
ambebi.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
