ზუგდიდში საპენსიო ასაკის 93 პედაგოგი სკოლას ტოვებს
ზუგდიდშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ფარცვანიას განცხადებით, ზუგდიდში საპენსიო ასაკის 230-მდე პრაქტიკოსი პედაგოგიდან 93-მა საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა და ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა, დანარჩენი კი გამოცდაზე დარეგისტრირდა.
განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ისინი ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს, სექტემბერში ერთდროულად მიიღებენ.
"სულ 51 სკოლაა. საპენსიო ასაკის დაახლოებით 230 პრაქტიკოსი მასწავლებელია. დღევანდელი მონაცემებით, 93-მა გამოთქვა სურვილი ჯილდოს მიღებაზე, დანარჩენი დარეგისტრირდა გამოცდაზე", - აღნიშნა ფარცვანიამ.
რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსი წამყვანი, მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს შრომითი ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ.
imedinews.ge
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
