,, ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება'' - დონალდ ტრამპი
ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ ეს დასრულდეს, დასრულდება. კერძოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი “მალე” დასრულდება, ვინაიდან, “თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები”.
“ცოტა ის, ცოტა ეს… როდესაც მომინდება, რომ ეს დასრულდეს, ეს დასრულდება”, - განაცხადა ტრამპმა.
თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის საჯარო მინიშნებების მიუხედავად, რომ მისმა ოპერაციამ თავის მიზნებს მიაღწია, ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ არავითარი შიდა მინიშნებები არ ყოფილა იმის თაობაზე, თუ როდის შეიძლება შეწყდეს საბრძოლო ქმედებები.
“ომი შესანიშნავად მიდის. მნიშვნელოვნად ვუსწრებთ გრაფიკს. მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე შესაძლოდ ვთვლიდით პირველი ექვსი კვირის განმავლობაშიც კი”, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის მტრული განწყობა არა მხოლოდ ისრაელსა და აშშ-ზე, არამედ მთლიანად სპარსეთის ყურის რეგიონში ქვეყნებზეც ვრცელდება.
“ისინი ახლო აღმოსავლეთის დანარჩენი ნაწილის დაპყრობას ცდილობდნენ. ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის, რომელიც გამოიწვიეს. ეს ანგარიშის გასწორებაა”
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს


