ვინ იყო მე-9 კლასელი გოგონა, რომელიც კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა
თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა ცნობილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის შვილი, ლენო გვარჯალაძეა. გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
როგორც 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ ლოსაბერიძე აცხადებს, მომხდარის შესახებ სკოლამ დღეს დილით გაიგო ერთ-ერთი მოსწავლისგან. ლოსაბერიძის თქმით, შემთხვევა გუშინ ღამით, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
"გოგონას თანაკლასელს ერთ-ერთმა მოსწავლემ მისწერა, რაღაც მოხდაო. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თავიდან, შემდგომ გადავრეკეთ და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა. გამორჩეული გოგონა იყო, გამოირჩეოდა განათლებით, თავისი ასაკის ბავშვებს უსწრებდა. თავისუფალი აზროვნება ჰქონდა, იტყოდი, რომ მეცხრე კლასელი კი არა, მეთორმეტე კლასელი იყო", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
ლენო 2 თვის წინ თბილისში ავარიისას გარდაცვლილ ნიკა ჯორჯაძესთან მეგობრობდა, რომელიც საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის შვილი იყო. ბოლო პოსტი, რომელიც ლენომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, გარდაცვლილ მეგობარს ეძღვნებოდა:
"ტკივილი. მწარე ტკივილი. შიგნიდან მწვავს. ყველაზე მეტად მიყვარხართ. ყოველთვის მეყვარებით. დამელოდეთ. არსად წახვიდეთ. მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით. ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას. მენატრებით. მაძუგები forever"
გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ambebi.ge
სიახლეები
- “ეს არის იმის წარმოსახვის მცდელობა, თითქოს რადიკალურ ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“ - შალვა პაპუაშვილი
- გარდაიცვალა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დედა
- ტრამპის თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ნატო დარწმუნებული იყო აშშ-ის დაცემაში
- “მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს” - შალვა პაპუაშვილი
- “კარგი პოლიტიკური სიგნალები მივიღეთ, მათ შორის აშშ-სგან და ევროპელი მეგობრებისგან – დახმარების მიწოდება აღდგა” - ზელენსკი