"შეუძლიათ რაღაც ჯიხური გახსნან და ჩემოდნებით ატარონ ფული, მაგრამ ამას ბანკი არ ერქმევა -'' გია ხუხაშვილი „იმედის ბანკზე“
შეუძლიათ რაღაც ჯიხური გახსნან და ჩემოდნებით ატარონ ფული, მაგრამ ამას ბანკი არ ერქმევა - რა ბანკი, რის ბანკი, ვინ გაახსნევინებს ბანკს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხალაშვილმა განაცხადა, რითაც ეხმაურება „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკუთარ ბანკს შექმნიან.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის შემდეგ „იმედს“ და POSTV-ის ევროკავშირი და აშშ-იც დაასანქცირებენ.
„ეს პროცესის დასაწყისია. არა თუ მოლოდინი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, ამ [„იმედს“ და POSTV-ის ევროკავშირიც დაასანქცირებს]. არა მხოლოდ ევროკავშირი, თქვენ წარმოიდგინეთ, ამათ რომ ამერიკელების იმედი აქვთ, ამერიკელებიც იმავე გზას გაუყვებიან აუცილებლად, ყოველ მიზეზ გარეშე.
ტრამპის იმედი აქვთ იმიტომ, რომ მან გარკვეული ოდიოზური ელემენტები შემოიტანა გლობალურ პოლიტიკაში. იყენებს ისეთ რიტორიკას, რასაც შემდეგ ესენიც ებმებიან და ვირეშმაკობით ცდილობენ სინქრონიზაციაში მოხვდნენ და პარტნიორებად გამოაცხადონ თავი, მაგრამ ეს სასაცილოდ და პროვინციულად გამოიყურება“
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
