,,სამწუხაროა, რომ ბრიუსელმა საქართველო საკუთარ მტრად გამოაცხადა''- შალვა პაპუაშვილი
„ზოგადად, საქართველოს მიმართ მტრული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჩვენ ყოველთვის გვაქვს. იმიტომ, რომ ფაქტია, რომ საქართველოს დღეს მტრობენ. სამწუხაროა, რომ ბრიუსელმა გამოაცხადა საქართველო საკუთარ მტრად და ქართველ ხალხს, როგორც მტერს ისე ეკიდება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამით ქართველი ხალხის ნდობას ანადგურებენ.
„სამწუხაროა, რომ 30-წლიანი თანამშრომლობის პირობებში, როდესაც საქართველომ აჩვენა სრული პარტნიორობის ყველა გამოვლინება, მათ შორის სამხედრო მისიებში მონაწილეობით, ამას, რომ პასუხობენ იმით, რომ ქართველი ხალხი ბრიუსელმა გამოგვაცხადა მტრად და როგორც მტრებს ასე, რომ გვიგეგმავენ, რომ აბა აქედან, როგორ დავარტყათ, ის როგორ გავამწაროთ, იქ ფული, როგორ შევიტანოთ ჩემოდნებით და ა.შ. ამით ანადგურებენ ნდობას ქართველი ხალხის“
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
