February 26, 2026

,,იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან''- ნიკა გვარამია

იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას განცხადებით, აღნიშნული სანქცირებული ტელეკომპანიების ტრანსლაცია საერთაშორისო - თანამგზავრული თუ ინტერნეტ - პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ასევე, მისი განცხადებით, ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან და ვერც ქართული ციფრული მაუწყებელი ვეღარ მოახდენს მათ ტრანსლირებას.

 

„იხურება ყველა ლიცენზირებული შოუ და სერიალი "იმედზე" და „პოს ტვ“-ზე, რაც პრაქტიკულად ამ "მედიების" დახურვაა.

 

იხურება მათი „პეიჯები“ FB-ზე.

 

ვერცერთი ბანკი ვერ მოემსახურება ვერცერთ ტვ-ს.

 

იხურება „იმედის“ მიერ შექმნილი რეიტინგების მთვლელი, რადგან კარგავს ბრიტანულ ლიცენზიას, შესაბამისად, რეკლამის ლეგალურად გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. ვერც რეიტინგების გაყალბებას.

 

რეკლამის მიტანა არა მარტო საერთაშორისო ბრენდების, არამედ საერთაშორისო აფილაციების კომპანიების მიერაც კი, მათთვის ან ეგრევე უმძიმეს შედეგებს, ან უმძიმესი პოტენციალის რისკებს გააჩენს.

 

ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება.

 

ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან და ვერც მუქსი (ქართული ციფრული მაუწყებელი) ვეღარ მოახდენს მათ ტრანსლირებას (რამდენადაც მახსოვს, EBRD-ის კრედიტზეა მუქსის მფლობელი შპს)

 

რუხაძის და სხვების წასვლა დამფუძნებლების და მენეჯერების თანამდებობებიდან, "განწმენდის" ფუნქციას ვერანაირად ვერ შეასრულებს. ჩათვალეთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაივლიან ვერც ერთი ბანკის KYC შემოწმებას - არათუ კრედიტებს ვერ აიღებენ ვერც თავად და ვერც ის იურიდიული პირები, სადაც რომელიმე მათგანი რაიმე ფორმით გამოჩნდება, არამედ მოქმედი ანგარიშებიც შეიძლება დაეხუროთ და ბარათები გაუუქმდეთ.

 

იხილება დასანქცირებულების გაერთიანება რ2-თან (რასაც ვულოცავ ამ უკანასკნელს ), რაც რ2-ის რეალურად გაუქმებაა (გეპეის და უნივერსიტეტის გაერთიანების არ იყოს). რატომ ჰგონიათ ოღონდ, რომ რ2 დიდ ხანს იქნება უსანქციოდ, მაგას ვერ გეტყვით. ყველაფერი წინ აქვს რ2-ს და მის დამფუძნებლებს. ახლა ეგენი რომ დაიწყებენ გაქცევას (რუხაძესავით), მაგასაც ვიხილავთ”, - წერს ნიკა გვარამია.

წაკითხვა 71 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 25 2026
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.